სააკაშვილი - ვისაც ქუთაისის პარლამენტის საკონცერტო დარბაზად გადაკეთება სურს, ვურჩევ უნიჭო სიმღერები საკუთარ სტუდიაში ჩაწეროს
სააკაშვილი - ვისაც ქუთაისის პარლამენტის საკონცერტო დარბაზად გადაკეთება სურს, ვურჩევ უნიჭო სიმღერები საკუთარ სტუდიაში ჩაწეროს
15:59 08.09.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოპონენტებს ქუთაისის პარლამენტის დანგრევა და მისი საკონცერტო  დარბაზად გადაქცევა სურთ.

ამის შესახებ მან ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ფარგლებში გამართულ ყრილობაზე განაცხადა.

„ვისაც საქართველოს თავის კერძო საკონცერტო დარბაზად გადაკეთება უნდა მინდა ვუთხრა, ჩაიკეტოს სტუდიაში და იქ ჩაწეროს და იმღეროს თავისი უნიჭო სიმღერები. ის ვინც საკუთარ კარებში გოლების გატანასაა შეჩვეული ის ვერასდროს აიღებს ჩვენს კარებს, იმიტომ რომ ამ კარებში მაგარი მეკარეები დგანან“-განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობის ფარგლებში დღეს ზუგდიდს, ოზურგეთს ბათუმსა და ქუთაისს ეწვია.

ბეჭდვა