პრეზიდენტის თქმით ხელისუფლებას ბევრი ამბიციური გეგმა აქვს
პრეზიდენტის თქმით ხელისუფლებას ბევრი ამბიციური გეგმა აქვს
15:44 08.09.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ბევრი ამბიციური გეგმა აქვს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ქუთაისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ყრილობის ფარგლებში გამართულ წინასაარჩევნო ყრილობაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ბევრი გეგმა რათა მეტი სარგებელი შევიდეს თითოეული ჩვენგანის ოჯახში, რა თქმა უნდა ეს გეგმები ამბიციურია, მაგრამ ხომ იძახდნენ ვერ გაზრდიან პენსიებს გვატყუებენო, მომავალი წლიდან გვექნება ასდოლარიანი პაკეტი, ხომ იძახდნენ ვერ ააშენებენ საავადმყოფოებს ჩაუვარდათ პროგრამაო. სინამდვილეში კოვზი ნაცარში ჩაუვარდა იმას და ხმაც ჩაუვარდა ვინც ამას ამბობდა“-განაცხადა სააკაშვილმა ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

პრეზიდენტის თქმით მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში დაზღვეულთა რიცხვი, ცოტა ხანში კი საქართველოში დაზღვევის გარეშე არავინ დარჩება.

ბეჭდვა