პრეზიდენტი ქუთაისში მიმდინარე ყრილობას შეუერთდა
პრეზიდენტი ქუთაისში მიმდინარე ყრილობას შეუერთდა
15:40 08.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში მიმდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას შეუერთდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქუთაისში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, მაგრამ ქალაქი წელში ასე გამართული არასოდეს ყოფილა.

მისი თქმით, ქუთაისი საქართველოს ნამდვილი, თავმომწონე, საამაყო მეორე დედაქალაქი იქნება.

„ის, ვისაც საქართველოსთვის მომავლის წართმევა უნდა - არ არის საიდუმლო, რომ პირველ რიგში ამ მომავლის სიმბოლოს, იმ პარლამენტში ხედავს, რომელიც ჩვენ აქ ავაშენეთ. ადრე პოლიტიკა ერთ მუჭა ხალხს ეკუთვნოდა, რომელიც დედაქალაქში ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი ხალხისთვის ქუთაისის ხსენება ირონიას იწვევდა.

პრეზიდენტის განცხადებით, ნამდვილი ქართული კულტურა, საქართველოს საგანმანათლებლო ძარღვი, მეცნიერები, მწერლები, ეროვნული მოღვაწეები სწორედ ქუთაისიდან იყვნენ.

მისივე თქმით,მთავრობის გეგმები ამბიციურია, რადგან სარგებელი თითოეულმა ოჯახმა უნდა ნახოს.

ბეჭდვა