"ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების შეთანხმება
6 მაჟორიტარულ ოლზე დასასრულს უახლოვდება და რამდენიმე დღეში გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.
"ჩვენ თითქმის ბოლოში ვართ გასულები, როცა საქმე ეხება თბილისში 6 მაჟორიტარულ ოლქზე შეთანხმებას ოპოზიციურ პარტიებს შორის და ეს რამდენიმე დღის საკითხია, რომ საბოლოოდ გამოცხადდეს. ამაში ჩართულია უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც იბრძოლებს ამ არჩევნებში", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
