ბაქრაძე-ჯობია ადამიანმა წინ გაიხედო და შეხედო გასაკეთებელს და არა უკვე გაკეთებულს
ბაქრაძე-ჯობია ადამიანმა წინ გაიხედო და შეხედო გასაკეთებელს და არა უკვე გაკეთებულს
14:43 08.09.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ყოველთვის ჯობია ადამიანმა წინ გაიხედოს  და შეხედოს გასაკეთებელს და არა უკვე გაკეთებულს.

„მიუხედავად ამისა ხანდახან უკანაც უნდა გავიხედოთ და დავინახოთ რა ვიყავით და რა ვართ, სად ვიყავით და სად ვართ და მთავარი კითხვა, რაც დღეს ჩვენს თავს უნდა დავუსვათ არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში გახდა თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ქართველი ხალხის სრული უმრავლესობა ამ კითხვაზე პასუხს გასცემს, რომ დღეს საქართველო არის უკეთესი ქვეყანა ვიდრე ის იყო რვა წლის წინ. მაგრამ თუ დავსვამთ მეორე კითხვას არის თუ არა საქართველო ის ქვეყანა როგორიც გვინდა იყოს, მე ვიქნები პირველი ვინც ამ კითხვას უპასუხებს -არა“-განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით ჯერ საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, როგორიც უნდა იყოს, ამის მისაღწევად კი ერთად შრომა და პრობლემების ერთად მოგვარებაა საჭირო.

ბეჭდვა