პრეზიდენტმა ბათუმელებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო
პრეზიდენტმა ბათუმელებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო
14:38 08.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მიმდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას ბათუმის თითოეული ქუჩა და ბათუმელები ძალიან უყვარს.

პრეზიდენტის თქმით, „მისი სურვილია ბათუმი იყოს არა საქართველოს ვიტრინა და ფასადი, არამედ თითოეული ბათუმელი იყოს ისეთივე, როგორც ის ფასადებია, რომელიც ქალაქში შენდება.“

„მინდა თითოეული ბათუმელის ბინა ისეთი მდიდრული იყოს, როგორც ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ვქმნით. 4 წლის წინ შეგპირდით, რომ ბათუმი სოჭზე უფრო მაგარი ქალაქი იქნებოდა. ახლა სხვა მწვერვალები გვაქვს და როგორც არ უნდა ქილიკობდნენ ამაზე - ბათუმი არა სოჭს, არამედ ბარსელონას, ნიცას, სინგაპურს უნდა შევადაროთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელიც ბათუმში შენდება, პირველ რიგში ბათუმელები უნდა სწავლობდნენ.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ყველა სკოლა ისე იქნება აღჭურვილი, რომ სკოლადამთავრებულები უნივერსიტეტში ადვილად ხვდებოდნენ, ხოლო ბათუმში არსებული უნივერსიტეტი ისე აღიჭურვება, რომ მისი კურსდამთვრებულები მაგისტრატურაში ადვილად მოხვდნენ.

ბეჭდვა