მერაბიშვილი მოსახლეობას მთავრობის მხარდაჭერასა და თანადგომას ჰპირდება
მერაბიშვილი მოსახლეობას მთავრობის მხარდაჭერასა და თანადგომას ჰპირდება
14:24 08.09.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას მთავრობისაგან მხარდაჭერას და თანადგომას ჰპირდება.

ამის შესახებ პრემიერმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ყრილობაზე, ახალციხეში რაბათის ციხის კარიბჭესთან შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

„მე გპირდებით, რომ ყველა სოფელს ექნება წყალი, გზა, ინტერნეტი. დასრულდება ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება და გზების რეაბილიტაცია. ჩვენ საქართველოში ავაშენებთ 500 სასოფლო სამეურნეო საწარმოს, ჩვენ ვიყიდით დამატებით 2000 კომბაინს, ტრაქტორს და აგრეგატს, რათა თითოეული სოფლის მოსახლეს ჰქონდეს საშუალება დაამუშაოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ წუთებში მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყრილობა საქართველოს სამ ქალაქში, ბათუმში, ახალციხესა და ამბროლაურში ერთდროულად მიმდინარეობს.

ბათუმში ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ამბროლაურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იმყოფება.

ბეჭდვა