ბოკერია: გრიგოლ ვაშაძეს თუ წინა მთავრობის პრობლემებზე ესაუბრებიან მე რა შუაში ვარო, მაგრამ მიღწევებზე საუბარი უყვარს
ბოკერია: გრიგოლ ვაშაძეს თუ წინა მთავრობის პრობლემებზე ესაუბრებიან მე რა შუაში ვარო, მაგრამ მიღწევებზე საუბარი უყვარს
15:46 15.06.2020
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გრიგოლ ვაშაძეს როდესაც წინა მთავრობის პრობლემებზე ესაუბრებიან იძახის მე რა შუაში ვარო, მაგრამ მიღწევებზე საუბარი უყვარს.

„გრიგოლ ვაშაძეს ახასიათებს ხოლმე წინა მთავრობის პრობლემებზე, რომ ესაუბრებიან ხოლმე, რომელიც იყო, იძახის რომ მე რა შუაში ვარო მარა მიღწევებზე საუბარი უყვარს. აქაც ეგრეა როცა უნდა "ძალა ერთობაშია" ეს ამხელა ძალა არისო და ახლა უცებ გაირკვა რომ ყველა ცალკე სუბიექტთან უნდა იყოს მოლაპარაკება... ეს ხომ არასერიოზულია?!“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

"არ აქვს მნიშვნელობა, რა პასუხი იქნება ერთიანი სიის შედგენაზე, ჩვენი შეთავაზება იმის შესახებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას იღებს მხოლოდ ორ ოლქს და დანარჩენს მისცემს პარტნიორებს, რჩება უცვლელად", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ნიკა გვარამის საავატორო გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.

ვაშაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შერჩევის თემაზე გამართულ კონსულტაციებში არ მონაწილეობს, რათა თავიანთი აზრი არავის მოახვიოს თავზე. თუმცა, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის თანხმობა აუცილებელია.
ბეჭდვა