სანდრა რულოვსი - თქვენ არ იცით როგორ მიმაქვს გულთან თქვენი გაჭირვება და პრობლემები
სანდრა რულოვსი - თქვენ არ იცით როგორ მიმაქვს გულთან თქვენი გაჭირვება და პრობლემები
12:20 08.09.2012
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ლედისთან სანდრა რულოვსთან ერთად ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე იმყოფება.

მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას პირველად სანდრა რულოვსმა მიმართა.

„თქვენ იცით როგორ მიყვარს მე ზუგდიდი. ამიტომ ჩამოვედი დღეს აქ, რომ თქვენდამი სიყვარული გამომეხატა. თქვენ იცით როგორ გულთან ახლოს მიმაქვს თქვენი გაჭირვება და პრობლემები. ვიცი რომ მომღიმარი სახეების უკან დგას პრობლემები და ამიტომ ჩვენ არც დღე არ ვიცით, არც ღამე და არც შაბათ კვირა. ვმუშაობთ პრეზიდენტის გუნდთან ერთად იმიტომ, რომ თქვენ ამ პრობლემებს არ იმსახურებთ“-განაცხადა ზუგდიდის მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლის დროს პირველმა ლედიმ.

მისივე თქმით, ჯერ სისტემა იდეალური არ არის, მაგრამ გაუმჯობესება ყოველთვის არის შესაძლებელი.

„დარწმუნებული ვარ თქვენ ხედავთ რამდენი ნაბიჯით არის ქვეყანა წინ წასული და როგორი მონდომებული ხალხია მმართველ გუნდში. ძალიან საჭიროა კიდევ ასეთი ხალხი, ვინც სულით და გულით, დღე და ღამე მუშაობს. ვისაც ერთიანი ხედვა აქვს მომავლისკენ და არა წარსულისკენ“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ბეჭდვა