„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, დევნილთა კომიტეტის თავჯდომარე ლელა გულედანი ხელისუფლებისგან დასახური
კოლექტიური ცენტრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს.
როგორც ლელა გულედანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ხელისუფლებამ დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით 2007 წელს სახელმწიფო დოკუმენტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც კოლექტიური ცენტრების დახურვისა და შენობების გამოთავისუფლების პროცესი უნდა დაიწყოს.
„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სამინისტროში დასახური კოლექტიური ცენტრების სია არსებობს, რომელიც საჯარო არაა და დევნილებს განსახლებასთან დაკავშირებით ცრუ მოლოდინი ექმნებათ“ - განაცხადა ლელა გულედანმა.
