პაატა დავითაია აშშ-ს კონგრესში შეხვედრებს მართავს
პაატა დავითაია აშშ-ს კონგრესში შეხვედრებს მართავს
11:18 08.09.2012

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო

 დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში შეხვედრებს მართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ „ევროპელი დემოკრატებიდან“ აცნობეს, პაატა დავითაია აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატშია დაგეგმილი, სადაც საგარეო უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი წვრთნები „კავკასია 2012“ და საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილება.

ამერიკელ მაღალჩინოსნები დავითაიასგან საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით ინფორმაციას მიიღებენ.

ოფიციალურ პირებთან ვიზიტების შემდეგ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციების - „NDI“-სა და „IRI“-ს ხელმძღვანელობას შეხვდება.

დავითაიას აშშ-ში ვიზიტი ერთი კვირა გაგრძელდება.


ბეჭდვა