დავით სონღულაშვილმა ტომას ვალასეკთან ონლაინ შეხვედრა გამართა
დავით სონღულაშვილმა ტომას ვალასეკთან ონლაინ შეხვედრა გამართა
17:39 10.06.2020
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ტომას ვალასეკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

დავით სონღულაშვილმა ტომას ვალასეკს საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება, მთავრობის ანტი-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მდგომარეობა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი გააცნო.



,,საქართველომ ეტაპობრივად განახორციელა COVID-19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. ამ დროისათვის ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპზეა. მუშაობა განაახლა ყველა სახის რესტორანმა, მოძრაობა დაიწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ქვეყანაში 15 ივნისიდან იწყება შიდა ტურიზმი და 1 ივლისიდან ველოდებით საერთაშორისო ტურისტებს".



მხარეებმა ისაუბრეს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე და განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.







ბეჭდვა