„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობას რეგიონებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი და მმართველი პარტიის
პირველი ნომერი დავით ბაქრაძე დაესწრებიან.
მმართველი პარტიის პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს 11 ქალაქში პარტიის ყრილობას გამართავს.
ღონისძიებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გადაიცემა.
ყრილობა ზუგდიდში 11:00 საათზე დაიწყება, ოზურგეთში - 12:00 საათზე გაიმართება, 13:00 საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო ყრილობას ერთდროულად სამ ქალაქში ბათუმში, ახალციხესა და ამბროლაურში გამართავს. რაც შეეხება ქუთაისს იქ ყრილობა 14:00 საათზე დაიწყება, 16:00 საათზე გორშია დაგეგმილი, 17:30 საათზე - თელავში, 18:00 საათზე კი, მმართველი პარტია ყრილობას რუსთავსა და მცხეთაში გამართავს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მმართველი პარტია ყრილობას 19:00 საათზე დაიწყებს
