ანრი ოხანაშვილი: საჭიროა, რომ რეგლამენტთან დაკავშირებით იყოს ჯანსაღი მსჯელობა, დისკუსია. ეს საკითხი არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესი
ანრი ოხანაშვილი: საჭიროა, რომ რეგლამენტთან დაკავშირებით იყოს ჯანსაღი მსჯელობა, დისკუსია. ეს საკითხი არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესი
16:31 05.06.2020
„ჩვენთვის აუცილებელი და საჭიროა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს ჯანსაღი მსჯელობა, დისკუსია და ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესი. თუკი ვინმეს ინტერესების სასარგებლოდ არ ხორციელდება ეს ცვლილებები, სწორედ მმართველი გუნდია, ვინაიდან ხდება მთელი რიგი თანამდებობის შეკვეცა და ა.შ. თუმცა, არის გარკვეული საკითხები, სადაც არის რესურსი, რომ დამატებით გაგრძელდეს მსჯელობა და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვის დროს.

მისივე შეფასებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის და ეს ცვლილები შესაბამისობაში მოდის იმ დაგეგმილ ცვლილებებთან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში.

„მთლიანობაში, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს საპარლამენტო ცხოვრების შემდგომში კიდევ უფრო დახვეწას, მისცემს შესაძლებლობას პარტიებს პარტიული პლატფორმის შემდგომი განვითარებისთვის და საპარლამენტო ცხოვრებაში პარტიული კულტურის შემდგომი გაძლიერებისთვის. შესაბამისად, საჭირო და აუცილებელია ეს ცვლილებები. ჩვენ გვესწრებიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები. მადლობა ინტერესისთვის, რომ ხართ ჩართული და თვალყურს ადევნებთ ამ პროცესს. მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული არასამთვარობო ორგანიზაციებს აქვთ შენიშნები და მოსაზრებები. თუკი ჩვენ გადმოგვიგზავნიან ამ ტიპის შენიშვნებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ ეს შენიშვნები გავაჟღეროთ და დავაფიქსიროთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​
ბეჭდვა