საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა
 საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციაა
22:39 04.06.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერს კომენტარი: "აღსანიშნავია, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინტენსიური კომუნიკაცია სომხურ მხარესთან. რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი.


კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც.


დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს COVID-19-ისპანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე
დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა" - აცხადებენ უწყებაში
ბეჭდვა