„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 62% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 62% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს
16:51 07.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 27% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება.

კვლევის შედეგების თანახმად, აღნიშნულ მოსაზრებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 56% მეტ-ნაკლებად ეთანხმება, 6%-ის აზრით ნაწილობრივ გაყალბდება, ხოლო 11%-მა არ იცის.

„ქართული ოცნების“ მხრდამჭერთა 4% მიიჩნევს, რომ არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდება, 35% თვლის, რომ მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდება, ასევე, 35% მიიჩნევს, რომ არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდება, 8%-ს მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდება, ხოლო 18%-მა არ იცის.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 62% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, ამასვე ფიქრობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 32%-იც, 37%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 48%-მა არ იცის.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 23% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. ასეთივე მოსაზრება აქვს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 44%-ს, გამოკითხულთა 30%-მა არ იცის, ხოლო 31%-მა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.



ბეჭდვა