კვლევის შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 69% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა
კვლევის შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 69% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა
16:29 07.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 69% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა.

კვლევის შედეგების თანახმად, აღნიშნულ კითხვაზე 15%-ს უარყოფითი პასუხი აქვს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. 84% კი, აღნიშნულ მოსაზრებაზე უარყოფითად პასუხობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 59% მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. აღნიშნულ მოსაზრებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 11% ეთანხმება.

მოსაზრებას - „საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება“ – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 20% დადებითად პასუხობს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 10%.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 5% მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე დემოკრტიულია და გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს, აღნიშნულ მოსაზრებას კი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მხოლოდ 15 ეთანხმება.

ბეჭდვა