კვლევის თანახმად, ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნას „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 87% ეთანხმება
კვლევის თანახმად, ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნას „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 87% ეთანხმება
16:12 07.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 22% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ არსებული  ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, აღნიშნულ მოსაზრებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 62% ნაწილობრივ ეთანხმება, 7%- ნაწილობრივ არ ეთანხმება, 5% საერთოდ არ ეთანხმება, ხოლო 5%-მა არ იცის.

აღნიშნულ მოსაზრებას კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შემდეგნაირად აფასებენ - გამოკითხულთა 20% მოსაზრებას სრულად ეთანხმება, 23% - ნაწილობრივ არ ეთანხმება, 54% - საერთოდ არ ეთანხმება, ხოლო 2% - პასუხზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება პრემიერ მინისტრად ვანო მერაბიშვილის დანიშვნას, „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხულ მხარდამჭერთა 87% ეთანხმება, ხოლო 6% არა, 7%-მა კი არ იცის.

აღნიშნულ მოსაზრებაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 32%-მა დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 45%-მა უარყოფითი, 21%-მა არ იცის, 2%-მა პასუხის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.


ბეჭდვა