ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 67% აცხადებს, რომ საქართველო
ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება.
ამავე კითხვაზე დადებით პასუხს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მხოლოდ 13% აფიქსირებს, 41%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 39%-მა არ იცის.
მოსაზრებას - „საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 5% ეთანხმება, „ქართული ოცნების“ – 36%, 16%-მა არ იცის, ხოლო 15%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 17% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა - 3% ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას, 3%-მა არ იცის, ასევე, 3%-მა პასუხზე უარი განცხადა.
საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება - აღნიშნულ მოსაზრებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 2% ეთანხმება, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 27%, 5%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, ხოლო 7%-მა არ იცის.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 2% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, აღნიშნულ მოსაზრებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 13% ეთანხმება, 16%-მა არ იცის, ხოლო 17%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
