აშშ-ს ახალ ელჩს რიჩარდ ნორლანდს სურვილი აქვს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ახალი ბიძგი მისცეს. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში თემურ
იაკობაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ნორლანდს პირადად იცნობს და საუბარი იმის შესახებ, რომ ახალი ელჩი საქართველოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, გადამეტებულია.
„არ მსმენია, რომ კრიტიკული მოსაზრება ჰქონდეს. მას აქვს მონდომება, რომ თავისი კვალი დატოვოს და სერიოზული ბიძგი მისცეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს“ - განაცხადა იაკობაშვილმა.
რიჩარდ ნორლანდი უკვე საქართველოში იმყოფება. აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე მან ჯონ ბასი ჩაანაცვლა.
