აშშ-ს კონგრესი სექტემბერში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს
აშშ-ს კონგრესი სექტემბერში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს
15:54 07.09.2012
ქართული მხარე, სექტემბრის შუა რიცხვებში, აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას ელოდება.

როგორც დღეს აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეზოლუცია მოიწონა კონგრესის საგარეო კომიტეტმა და იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ქვეყანა შიდა პოლიტიკაზეა კონცენტრირებული, ქართული მხარე ამ რეზოლუციის მიღებას სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ელოდება.

იაკობაშვილის თქმით, კონგრესის რეზოლუცია შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და დეოკუპაციის საკითხებს.

ბეჭდვა