ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში, რომლის დროსაც 2 038 მოქალაქე გამოიკითხა, ერთ-ერთი კითხვა „მოგწონთ თუ არ მოგწონთ?“ იყო.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36%-ს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია მოსწონს, 31%-მა უპასუხა, რომ ვერა ქობალია არ მოსწონს, 23%-მა არ იცის, ხოლო 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟოროტარი დეპუტატობის კნდიდატი ირაკლი ალასანია გამოკითხულთა 31%-ს მოსწონს, 39%-ს არა, 21%-მა არ იცის, ხოლო 9%-მა უარი განაცხადა.
რეიტინგში მოხვდა, ასევე, შს მინისტრი ბაჩო ახალაია. კერძოდ, რესპოდენტთა 24%-ს ახალაია მოსწონს, 39%-ს არ მოსწონს, 27%-მა არ იცის, ხოლო 10%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე გამოკითხულთა 20%-ს მოსწონს, 46%-ს არ მოსწონს, 24%-მა არ იცის.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, ინტერვიუერთა 20%-ს ის მოსწონს, 52%-ს არ მოსწონს, 18%-მა კი არ იცის.
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გამოკითხულთა 20%-ს მოსწონს, 24%-ს არ მოსწონს, 47%-მა კი არ იცის.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი მანანა კობახიძე რესპოდენტთა 12%-ს მოსწონს, 25%-ს არ მოსწონს, 54%-მა არ იცის, ხოლო 9%-მა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოკითხულთა 7%-ს მოსწონს, 15%-მა არ იცის, ხოლო 9%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
