ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების საქმიანობის შეფასებისას საქართველოს ჯარი და პოლიცია ლიდერობენ.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 42% ჯარის საქმიანობას აფასებს, როგორც კარგს, გამოკითხულთა 15% მიიჩნევს, რომ ჯარის საქმიანობა ძალიან კარგია, 21%-მა არ იცის, ხოლო 12 %-მა ჯარის საქმიანობა „ცუდად“ შეაფასა.
პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 44% აფასებს კარგად, ხოლო 14% ძალიან კარგად.
რესპოდენტთა 35% კარგად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას, 9%-ს მიაჩნია, რომ შსს-ს საქმიანობა ძალიან კარგია, 26% აფასებს საშუალოდ, ხოლო 5% ცუდად.
გამოკითხულთა 18% პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 2% ძალიან კარგად, 41% საშუალოდ, ხოლო 13% ცუდად.
სახელმწიფო აუდიტის საქმიანობას ინტერვიუერთა 14% კარგად აფასებს, 3% ძალიან კარგად, 24% საშუალოდ, ხოლო 9% ცუდად.
ხელისუფლების საქმიანობა გამოკითხულთა 17%-მა კარგად შეაფასა, 2% - მა ძალიან კარგად, 39%-მა საშუალოდ, 18%-მა არ იცის, ხოლო 13% ცუდად.
კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობა გამოკითხულთა 17%-მა კარგად შეაფასა, 6%-მა ძალიან კარგად, 22%-მა საშუალოდ, 27%-მა არ იცის, ხოლო 15% ცუდად.
„ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის საქმიანობას რესპოდენტთა 17% კარგად აფასებს, 2% ძალიან კარგად, 38% საშუალოდ, ხოლო 20%-მა არ იცის, ხოლო 14% ცუდად.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.
