ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 37% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“
დაუჭერდა, 12%-„ქართულ ოცნებას“, ხოლო 3% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“.
ამის შესახებ NDI-ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევაშია აღნიშნული, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს - 38% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 14% „ქართულ ოცნებას“, ხოლო 4% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“.
ამასთან, მმართველი პარტიის რეიტინგმა ამ კატეგორიაში, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით მოიმატა, „ქართული ოცნების“ - 6%-ით იკლო, ხოლო ქდმ-ს რეიტინგი - იგივე დარჩა.
