გამოკითხულთა 27% მომავალ პრეზიდენტად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ისურვებდა
გამოკითხულთა 27% მომავალ პრეზიდენტად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ისურვებდა
14:04 07.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27% საქართველოს მომავალ პრეზიდენტად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ისურვებდა, ხოლო 12% - „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილს.

ამის შესახებ NDI-ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევაშია აღნიშნული, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

ამასთან, საქართველოს მომავალ პრეზიდენტად გამოკითხულთა 4%-ს კვლავ მიხეილ სააკაშვილი სურს, მიუხედავად იმისა, რომ მას მესამე ვადით პრეზიდენტობაზე კენჭისყრის უფლება აღარ აქვს.

რესპოდენტების 3%-ს საქართველოს პრეზიდენტად „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის ხილვა სურს.







ბეჭდვა