NDI-ის კვლევის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენელი გაზრდილია
NDI-ის კვლევის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენელი გაზრდილია
13:41 07.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოკითხულ მოქალაქეთა 61%-ს მოსწონს, ხოლო  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი - 46%-ს.

NDI-მ პოლიტიკური პარტიების რეიტინგის კვლევის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართა.

რეიტინგში პირველ ადგილზე 91%-ით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია, შემდეგზე - 62%-ით პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, 61% აქვს მიხეილ სააკაშვილს, შემდეგია თბილისის მერი გიგი უგულავა 58%-ით, ასეთივე მაჩვენებელი აქვს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მერაბიშვილისა და სააკაშვილის მოწონების მაჩვენებლები, NDI ს წინა კვლევასთან შედარებით, გაზრდილია. კერძოდ, მერაბიშვილის რეიტინგი 7%-თაა მომატებული, ხოლო სააკაშვილის 3%-ით.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61%-ს სააკაშვილი მოსწონს, 18%-ს არ მოსწონს, ხოლო 11% - კითხვაზე პასუხის გაცემაზე თავს იკავებს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერს ის, გამოკითხულთა 46%-ს მოწონს, 25% მის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, ხოლო 21%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.

ბეჭდვა