საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში ჭიკაანის ღვინის ქარხანას ესტუმრა. პრეზიდენტი ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების
პროცესით დაინტერესდა. იგი საწარმოს თანამშრომლებს გაესაუბრა და მათგან რთველი 2012-ის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
პრეზიდენტის თქმით, იმისათვის, რომ ღვინის ექსპორტი გაორმაგდეს, მას სათანადო რეკლამა უნდა გაეწიოს.
„ღვინის ექსპორტი უნდა გავაორმაგოთ და რეკლამა გავუკეთოთ. კიდევ უფორ ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ. მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ რა მაგარი ვენახები, ყურძენი და ღვინო გვაქვს. ჩვენი ღვინო მხოლოდ ეკონომიკური ამბავი არ არის, იგი ჩვენი იდეოლოგიური იარაღია“- განაცხდა სააკაშვილმა.
