ამერიკელი სენატორები დღეს საქართველოს რეგიონებს ესტუმრებიან
ამერიკელი სენატორები დღეს საქართველოს რეგიონებს ესტუმრებიან
10:41 07.09.2012
ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი დღეს საქართველოს რეგიონებს ესტუმრებიან.

სენატორები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლები ისინი უკვე შეხვდნენ მთავრობის წევრებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ჯონ მაკკეინი ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ამერიკა დიდ ყურადღებას მიაქცევს და არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს დაეყრდნობა.

ბეჭდვა