კახა კუკავა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს შეხვდა
კახა კუკავა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს შეხვდა
15:24 03.03.2012
"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა ბათუმში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ჯემალ პაქსაძეს შეხვდა.

როგორც "ნიუსპრესს" თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს, შეხვედრაზე ქართველ მუსლიმანთა პრობლემები განიხილეს, სადაც კახა კუკავამ ქართველ მუსულმანთა თემის მიმართ მხადაჭერაც გამოხატა.

მათივე ინფორმაციით, პარტიის და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს პოზიცია ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით იდენტურია.

ჯემალ პაქსაძის განცხადებით სამმართველო მიიჩნევს, რომ მეჩეთების მშენებლობა ქართული სახელმწიფოს ხელშეწყობით უნდა ხორციელდებოდეს და არა თურქეთის ხელისუფლების ეგიდით.

პარტია "თავისუფალი საქართველო" და საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მომავალში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


ბეჭდვა