დავითაია - უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს არჩევნებში ხმის მიცემის პრობლემა არ შეექმნებათ
დავითაია - უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს არჩევნებში ხმის მიცემის პრობლემა არ შეექმნებათ
19:35 06.09.2012
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა არ შეექმნებათ.

ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ დღეს გააკეთა.

„საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლებში ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს ხელი მიუწვდებოდეთ იმ უფლებებზე, რასაც საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია ანიჭებს“-განაცხადა დავითაიამ.

მისი თქმით, საქართველოს საკონსულო 42-ზე მეტ სახელმწიფოშია გახსნილი და ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს. ამასთან, დავითაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბერი სამუშაო დღეა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ხმა მისცენ როგორც დილის, ასევე, საღამოს საათებში.

საპარლამენტო არჩევნები ორშაბათ დღეს არის დანიშნული, რის გამოც ოპოზიციის ნაწილი, მიიჩნევს, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეები ხმის მიცემას ვერ შეძლებენ.

ბეჭდვა