მაკკეინი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების დრო მოვა
მაკკეინი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების დრო მოვა
18:38 06.09.2012
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების დრო მოვა.

ამის შესახებ ჯონ მაკკეინმა დღეს ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მაკკეინმა აღნიშნა, არაბული გაზაფხული რუსეთშიც დადგება და ხალხი თვისუფლებისთვის ბრძოლას დაიწყებს.

მისი თქმით, რუსი ხალხი ასევე, დაიწყებს ბრძოლას იმისთვის, რომ მთავრობა ნაკლებად კორუმპირებული იყოს.

„ფრთხილად უნდა ვიყოთ იმ სამხედრო წვრთნების მიმართ, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ ის საფრთხის შემცველია“ - განაცხადა მაკკეინმა.

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება სჭირდება და ამერიკა ყველაფერს გაააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი ქვეყნის დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს.




ბეჭდვა