კახაბერ კუჭავა: საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება ევროპარლამენტარებმა პოზიტიურად შეაფასეს
კახაბერ კუჭავა: საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულება ევროპარლამენტარებმა პოზიტიურად შეაფასეს
17:16 19.05.2020
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა ანგარიშის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. დოკუმენტი ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიქსერმა შეადგინა. ევროპარლამენტში ანგარიშის განხილვის პროცესს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა გამოეხმაურა:



"მნიშვნელოვანი იყო ის კომენტარები, რომელიც მოვისმინეთ ევროპარლამენტარებისაგან. ანგარიშში თავიდანვე პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების ნაწილი- ჩვენი ღონისძიებები, გატარებული რეფორმები, საკანონმდებლო საქმიანობა, თუმცა პოზიტივთან ერთად, რა თქმა უნდა, გამოწვევებზეც იყო საუბარი. ნახსენებია საკითხები, რომელზეც ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს და გააუმჯობესოს ის მიღწეული შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს. ვეროპარლამენტარები მიესალმებიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, ასევე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებასტან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ეს არის დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმული ნაბიჯი. ევროპარლამენტარები გამოთქვამენ იმედს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელებული იქნება და ყველა პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს", - განაცხადა კახაბერ კუწავამ. მისი ინფორმაციით,მ . ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ახსენა ტერმინი "პოლიტპატიმარიც", მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა ევროპარლამენტარების კომენტარები, რომლიტაც ფაქტიურად პასუხი გაეცა ამ გამონათქვამს.



"საუბარია მარინა კალიურანდის კომენტარზე, რომელმაც მოუწოდა კოლეგებს, რომ თავი შეიკაონ სოციალური ქსელების საშუალებით, განსაკუთრებით, ტვიტერის საშუალებით ე. წ. ფეიკ ნიუსების გავრცელებისგან და, ასევე, მოუწოდა კონსტრუქციული დიალოგისკენ ყველას. საბოლოო ჯამში, ანგარიში პოზიტიურად იქნა შეფასებული. ბევრი კრიტიკულად განწყობილი ავროპარლამენტარიც კი ხაზს უსვამს პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების კუთხით და იმედოვნებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დამოუკიდებელ, თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში, როგორიც ჩვენ დიდი ხანია გვაქვს და ბოლო არჩევნების დროსაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია ყოველ წელს კიდევ უფრო გააუმჯობესოს არჩევნების ჩატარების სტანდარტი",- აღნიშნა კახაბერ კუჭავამ.​


ბეჭდვა