ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა ჩავარდა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე მან აღნიშნა, თუ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკაში ჩარევა მომხდარიყო, იგი არ შედგა.
რასმუსენის თქმით, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაში ჩაერიოს.
„ჩვენი კარი გახსნილია, ვართ ღია და თითოეულმა დემოკრატიულმა ერმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ რუსეთი პატივს სცემს ნატოს ღია კარის პოლიტიკას“ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
