პრეზიდენტის თქმით, საქართველო ოქტომბერში ყველაზე თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს
პრეზიდენტის თქმით, საქართველო ოქტომბერში ყველაზე თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს
17:05 06.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ აღებულ კურსს გააგრძელებს.

როგორც სააკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ნატოს წევრობისთვის ემზადება და დემოკრატიის გზით სვლას აგრძელებს.

მისი თქმით, საქართველო ოქტომბერში ყველაზე თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს.

„დარწმუნებული ვართ, რომ 1 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს, რომელიც დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება და უცხოური ძალების ხელის ფათურს არ დაუშვებს. ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლების გზით სვლას წარმატებული საქართველოსკენ“ -განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ვერავინ დააბრუნებს კორუფციისა და კრიმინალის პოლიტიკაში.

მისივე თქმით, ნატოსთან კონტაქტების დამყარება უმნიშვნელოვანესია.

„ანდერს ფოგ რასმუსენი მეოთხედაა საქართველოში და მას საპატიო ქართველობა ეკუთვნის. თუ შესაძლებელია, რომ ნატოს გენერალური მდივანი ქართველი იყოს მაშინ, ეს სწორედ რასმუსენი უნდა იყოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ბეჭდვა