„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდისა და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პირველადი ჯანდაცვის ობიექტებს ესტუმრნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ მმართველი პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ გეგენავა პირველადი ჯანდაცვის #13 ობიექტს ესტუმრა, ექიმებს შეხვდა და ახალი სადაზღვევო პროგრამით დაზღვეულ თბილისელებს გაესაუბრა.
პირველადი ჯანდაცვის #1 ობიექტს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ სამადაშვილი ეწვია.
დეპუტატობის კანდიდატებმა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადეს, რომ მოქალაქეებმა პირველ რიგში პირველადი ჯანდაცვის ობიექტში ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ და შემდგომ საჭიროების მიხედვით მოხდება მათი სპეციალური პროფილით გადამისამართება შესაბამის კლინიკებსა და საავადმყოფოებში.
ჯანდაცვის ახალი პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.
