ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა.
რასმუსენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დახვდა.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება, შემდეგ კი, პრეზიდენტის სასახლეში ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.
რასმუსენი თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოვა.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ნატო-ს გენერალური მდივანი ქართულ ბატალიონს შეხვდება, რომელიც ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის ემზადება.
