ივანიშვილმა ამერიკელ სენატორებს რუსეთში მისი ბოლო ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
ივანიშვილმა ამერიკელ სენატორებს რუსეთში მისი ბოლო ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
15:03 06.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ სენტორებს და აშშ-ს ახალ ელჩს დღეს გამართულ შეხვედრაზე რუსეთში მის ქონებასთან დაკავშრებით სრული ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დელეგაციის წევრები კოალიციის ლიდერის ბიოგრაფიით, ასევე, რუსეთში მის ქონებასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ.

ივანიშვილის თქმით, რუსეთში არსებული მისი ბოლო ქონება, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ჰქონდა, გუშინ ცნობილმა ამერიკულმა ფონდმა იყიდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, გარდა ამისა, ამერიკელი სენატორები საქართველოში დღეს არსებული რეალობითა და „ქართული ოცნების“ პოზიციით დაინტრესდნენ.

„მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ სააკაშვილის მიერ ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადებები, კრემლის აგენტობასთან დაკავშირებით, სიცრუეა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კოალიციამ სტუმრებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტებიც გააცნო. ასევე, „ქართული ოცნება“ ამერიკელ სენატორებსა და აშშ-ს ახალ ელჩს დაპირდა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებისა, მას დემოკრატიულად, არჩევნების გზით შეცვლის.

შეხვედრა ამერიკის სენატის წევრებსა და აშშ-ს ელჩთან კოალიციის ცენტრალურ ოფისში შედგა. მას ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია ესწრებოდნენ.

სენატორთა სამკაციანი დელეგაცია ჯონ მაკკეინის, ჯოზეფ ლიბერმანისა და დინსი გრემის შემადგენლობით, თბილისს დღეს ეწვია.

ბეჭდვა