ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სენატორებსა და რიჩარდ ნორლანდს ხვდება
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სენატორებსა და რიჩარდ ნორლანდს ხვდება
13:41 06.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ს სენატორების შეხვედრა უკვე დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ამერიკელი სენატორები,  ჯონ მაკკეინი, ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

მათთან ერთად შეხვედრაში აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მონაწილეობს.

სენატორებს „ქართული ოცნების“ ოფისთან კოალიციის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე და ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დახვდნენ.

შეხვედრას გარდა ბიძინა ივანიშვილისა, სავარუდოდ, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები - ირაკლი ალასანია, კახა კალაძე და დავით უსუფაშვილი დაესწრებიან.

ბეჭდვა