ედპ-მ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გამართა
ედპ-მ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გამართა
13:40 06.09.2012
„ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ დღეს პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

როგორც ჩახვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს, რომლის მოგვარება პარტიის პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

„ვფიქრობ, ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაა საჭირო. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ედპ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და დასაქმების სააგენტოს შექმნას გეგმავს“ - განაცხადა ჩახვაძემ.

მისივე თქმით, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ პროგრამას სხვებისგან ის დეტალი გამოარჩევს, რომ მასში დასაქმების სააგენტო მიერ გრანტებს გაცემაა ჩადებული, რითაც მოქალაქეებს თვითდასაქმება შეეძლებათ.

წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაცია პარტიების მიერ 4 ორგანიზაციის – ეკონომიკური პოლიტიკური კვლევის ცენტრის, ISET-ის, ლიბერალური აკადემიის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინასაარჩევნო პროექტის ფარგლებში იმართება. 10 სექტემბერს დაგეგმილია „ახალი მემარჯვენეების“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია, 13 სექტემბერს - „ქრისტიან-დემოკრატების“, 17 სექტემბერს კი, ეკონომიკურ პროგრამას ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება“ წარადგენს.


ბეჭდვა