NDI ხვალ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გამოაქვეყნებს
NDI ხვალ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გამოაქვეყნებს
12:18 06.09.2012
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ხვალ პოლიტიკური პარტიების რეიტინგების პრეზენტაციას გამართავს.

კვლევა - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ ორგანიზაციამ მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ჩაატარა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 2 038 ინტერვიუერი გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.

ბეჭდვა