არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენებს ალექს მუნის და ენდი ჰარისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა
არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენებს ალექს მუნის და ენდი ჰარისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა
22:25 08.05.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენებს ალექს მუნის და ენდი ჰარისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, COVID19-თან დაკავშირებული ვითარება, პოსტკრიზისული პერიოდის სოციალური და ეკონომიკური პროგრამები და მათი დაფინანსება, მსხვილი კორპორაციების და საწარმოების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები - ეს ის საკითხებია, რომელიც არჩილ თალაკვაძემ ამერიკელ კონგრესმენებთან განიხილა.

კონგრესმენები ალექს მუნი და ენდი ჰარისი წარმომადგენელთა პალატის საფინანსო სერვისების კომიტეტს წარმოადგენენ, რომელიც სხვადასხვა სფეროს და პარტნიორი ქვეყნების დაფინანსებაზეა პასუხისმგებელი.​
ბეჭდვა