სერგი კაპანაძე - ქართულმა დიპლომატიამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს
სერგი კაპანაძე - ქართულმა დიპლომატიამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს
10:33 06.09.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ქართულმა დიპლომატიამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს.

დიპლომატები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ამ საფრთხეების თავიდან აცილების შესაძლებლობებს ამბასადორიალზე დღეს განიხილავენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, ის, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მხოლოდ ოთხ აღიარებას მიაღწია, ქართული დიპლომატიის თანმიმდევრული მუშაობის შედეგია.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყურადღება არ მოვადუნოთ და მოვახერხოთ რუსეთის ზრახვების თავიდან აცილება“ - განაცხადა კაპანაძემ.

გარდა რუსეთისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ტუვალუმ აღიარეს.

ამბასადორიალის მეორე სამუშაო დღე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ უკვე დაიწყო.

ბეჭდვა