ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და პარტიების საარჩევნო სიებს გამოაქვეყნებს.
17 სუბიექტიდან არჩევნებს ერთი პარტია - „ჩვენი ქვეყანა“ გამოეთიშა. მას სია სრულყოფილად არ ჰქონდა წარდგენილი.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, კანონის მიხედვით, პარტიულ სიაში არანაკლებ 100 და არაუმეტეს 200 კანდიდატი უნდა იყოს წარდგენილი. პარტია „ჩვენ ქვეყანას“ კი, სიაში 95 კანდიდატი ჰყავდა.
შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია და ორი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.
ამომრჩეველთა სიებში კი, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა 17 სექტემბერია, რის შემდეგაც სიები საოლქო და საუბნო კომისიებს გადაეცემა.
