ანდერს ფოგ რასმუსენი ამბასადორიალზე დღის მეორე ნახევარში გამოვა
ანდერს ფოგ რასმუსენი ამბასადორიალზე დღის მეორე ნახევარში გამოვა
10:14 06.09.2012
საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელთა ამბასადორიალის მეორე დღე სასტუმრო „რედისონში“ უკვე გაიხსნა.

შეხვედრაზე ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები განიხილება.

მთვარი მომხსენებლები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და რეინტეგრაციის საკითხებში სახლემწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ფორჩხიძე არიან.

დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის გამოსვლა, ასევე, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლების მოხსენება.

რაც შეეხება ამბასადორიალზე სპეციალურად მიწვეულ სტუმარს, ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს იგი „რედისონ ბლუ ივერიაში“ 16.45 საათისათვის მივა და ამბასადორიალის მონაწილეებს მიმართავს.

დღესვე, შეხვედრაზე არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტინერმანი გამოვა.

ამბასადორიალის მეორე დღის დასასრულს კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები, ასევე, ეკონომიკური განვითარების თემატიკა განიხილება.

ამბასადორიალი თბილისში გუშინ გაიხსნა და ის სამდღიანია.

ბეჭდვა