ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ერთდღიანი ვიზიტით დღეს თბილისს ეწვევა.
რასმუსენს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.
ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - ამბასადორიალზე.
ასევე, ცნობილია, რომ იგი ქართულ ბატალიონს შეხვდება, რომელიც ავღანეთის მისიაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.
ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში ვიზიტით უკვე მესამედ ჩამოდის.
როგორც დღეს „რედისონ ბლუ ივერიაში“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ქვეყნის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართულებით აღებული კურსის მხარდაჭერის მიმანიშნებელია.
რასმუსენი თბილისში ერევნიდან ჩამოვა.
