მთავრობათაშორისი კონფერენცია „თბილისი+35“ გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის ხვალ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მისასალმებელი სიტყვით UNESCO-ს გენერალური დირექტორი ქიან ტანგი და UNEP-ის დირექტორი იან დუსიკი გამოვლენ.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია „მწვანე უნარების“ შესახებ ისაუბრებს. ცერემონიას გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი ზედგინიძე წარუძღვება.
„თბილისი+35“ საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ტარდება. პროექტის პარტნიორები გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) არიან.
კონფერენციაში 400-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი სექტორის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები მიიღებენ მონაწილეობას.
2 დღის განამვლობაში მოწვეული სტუმრები გარემოს დაცვის მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად, თბილისის კომუნიკეს შეიმუშავებენ, რომელიც „მდგრადი განვითრებისთვის განათლების გლობალურ სტრატეგიას“ განსაზღვრავს.
