„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ბასილია ნორიოს აღმართის
მაცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, კახა ბასილიამ ადგილობრივებს პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ბასილიას განცხადებით, მოსახლეობას უმუშევრობისა და ამორტიზებული სახლების პრობლემა აწუხებს. კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი გადასახადები კი, მათ მძიმე ტვირთად აწევთ.
„ნორიოს აღმართის მაცხოვრებლებს ავარიული სახლების პრობლემასთან ერთად უმუშევრობა და კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული უსამართლოდ გაზრდილი ტარიფები აწუხებს. „ქრისტიან-დემოკრატების“ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა აღნიშნული პრობლემა მოგვარდება და ქვეყანაში სამართლიანი ტარიფები დაწესდება“-განაცხადა ბასილიამ.
