გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას, რომელიც სექტემბრის მესამე დეკადაში გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.
როგორც გაეროში საქართველოს ელჩმა კახა ლომაიამ აღნიშნა, სხდომაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური მიიღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, საქართველოს ყოველთვის საკმაოდ მაღალი მოლოდინი აქვს გენერალური ასამბლეის შეხვედრისგან.
მისივე თქმით, წლევანდელ სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა, კერძოდ, სირიისა და ირანის პრობლემატიკაა.
