საქართველოს დიპლომატიური მისიები დარწმუნებულები არიან, რომ 2013 წელს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება. ამის
შესახებ გაეროში საქართველოს ელჩმა კახა ლომაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გარდა ამისა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმევა.
„2014 წელს ნატო-ს პრაქტიკულად საეტაპო სამიტი იმართება, რომელზეც ასპირანტი ქვეყნების მიმართ გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული“ - განაცხადა ლომაიამ.
მისი თქმით, დღეს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე შვედეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბარი ძირითადად, სირიასა და ირანში არსებულ ვითარებას, ასევე, ყარაბაღის კონფლიქტს და რეგიონზე მათ შესაძლო ზეგავლენას შეეხო.
