მამუკა კაციტაძემ მცხეთაში გასვლითი შეხვედრა გამართა
მამუკა კაციტაძემ მცხეთაში გასვლითი შეხვედრა გამართა
13:50 03.03.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ წარმომადგენლობაში გასვლითი შეხვედრა გამართა.

როგორც "ნიუსპრესს" მამუკა კაციტაძემ განუცხადა, გასვლების მიზანს რეგისტრატორთა რეგისტრაციის პროცესის ადგილზე გაცნობა წარმოადგენს. მთელი საქართველოს მასშტაბით 11 100 რეგისტრატორი უნდა შეირჩეს. 20 მარტიდან კი შერჩეულ რეგისტრატორებს ტრეინინგები ჩაუტარდებათ.
რეგისტრაცია "კარდაკარის" პროექტის ფარგლებში 25 თებერვლიდან ხორციელდება და ის 7 მარტამდე გაგრძელდება.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრები ანალოგიური ხასიათის შეხვედრების გამართვას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავენ. კაციტაძე ორშაბათს ახალციხეში ჩავა.

ბეჭდვა